fbpx

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ქვეყანაში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ქვეყანაში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ  ინფორმაციას  უკრაინის საგარეო დაზვერვა ავრცელებს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბიულეტენი, სახელწოდებით „თეთრი წიგნი“ მოამზადა.

დოკუმენტში არის ცალკე თავი, „რუსეთიდან წარმოშობილი საფრთხეები“, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო აშკარა ხდება და სახელმწიფოს მეთაურის საჯარო ფუნქციების ფიზიკური შესრულება მისთვის შესამჩნევ სირთულეს წარმოადგენს.

სადაზვერვო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების გადაცემის კონკრეტული ვარიანტის მიუხედავად, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ძირითადი სცენარი ითვალისწინებს რუსეთში „პუტინიზმის“ სახელმწიფო მოდელის შენარჩუნებას, პუტინთან ერთად ან მის გარეშე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება