fbpx

რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს, ეს არის დეზინფორმაციული კამპანია-შალვა პაპუაშვილი

რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს, ეს არის დეზინფორმაციული კამპანია, რათა საზოგადოებაში არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, „დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ და ეს კითხვებს იწვევს, რატომ ხდება ხოლმე ასეთი ინფორმაციების გავრცელება“.

„რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს. სხვათა შორის, ყველას შევახსენებ, რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია რუსეთის მხრიდან. ლარსის საზღვარზე მხოლოდ ტვირთი გადმოდის და კერძო მიმოსვლა არ არის. რაც შეეხება მონაცემებს, გუშინ, გარკვეულწილად თემა იყო ისე განხილული, რაც არის ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიის იმისთვის, რომ საზოგადოებაში შფოთი შემოვიდეს და არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი და მოგიწოდებთ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ობიექტური ფაქტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება