fbpx

რურუებისგან ამოწყვეტილმა ოჯახებმა, შევიტანეთ საჩივარი პოკურატურაში-მია ვეფხვაძე,ზაზა ვეფხვაძის და

მია ვეფხვაძე, ზაზა ვეფხვაძის და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს- ეს ცივსისხლიანი ქილერი, ჟორიკა-ლილიპუტი რურუა, რომელმაც უამრავი ოჯახი ამოწყვიტა, უამრავი დედა გაამწარა, თავის მკვლელ ძმასთან, ნიკა რურუასთან და ვერის “საძმოს მარადიორებთან” ერთად, ამ გათახსირებული ოპოზიციის აზრით, თურმე პოლიტპატიმარი ყოფილა!! პოლიტპატიმარია არა!!?

ისე ოპოზიციავ, თქვენ გამწარდით და ჩაიცვით შავები თქვენ შვილებზე, როგორც მე გამამწარა შვილის და ძმის სატიკი მკვლელობით, მახინჯმა ლილიპუტმა ჟორიკა რურუამ!!! ჯერ ჯაბა იოსელიანი მფარველობდა და შემდგომ სააკაშვილი, ამ სასტიკ ყაჩაღებს!!ჯერ მსხვერპლს მუხანათურად კლავდნენ და შემდგომ მის ქონებას ინაწილებდნენ ეს “მარადიორები”, როგორც ჩემი ოჯახის ტრაგედიის შემთხვაში!

ველოდები როდის დამკითხავენ და სულ გვარ-სახელებით ჩამიგთვლით ყველას, იმიტომ, რომ დღემდე არ ასვენებთ ჩემს ოჯახს მტაცებლებო!! აბა რომელიმე გამომეხმაუროს მაგ ყაჩაღებიდან თუ აქვთ მაგის უნარი!!რურუებისგან ამოწყვეტილმა ოჯახებმა, შევიტანეთ საჩივარი პოკურატურაში, თაროზე შედებული მკვლელობების თავიდან გამოსაძიებლად! ველოდებით პასუხს პროკურატურიდან!

გაუზიარე!

Shares