fbpx

როცა თითქმის მივაღწიეთ საწადელ მიზანს, დაგვხვდა რა, სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი გახვეული უპრეცედენტო კორუფციაში

„ახლა, როცა თითქმის მივაღწიეთ საწადელ მიზანს, მივუახლოვდით სანატრელ ოცნებას დაგვხვდა რა, სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი გახვეული უპრეცედენტო კორუფციაში, სადაც დღე არ გავა, რომ არ ამხილონ როგორც რიგითი, ისე უმაღლესი თანამდებობის პირები,“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

ექსპერტი იზიარებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მოსაზრებას და აღნიშნავს, ევროკავშირს მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ელოდება, ამიტომ აუცილებელია სტერეოტიპებისგან განთავისუფლება.

„ნუთუ ამისთვის ვიბრძოდით 30 წელი, მივისწრაფოდით ევროინტეგრაციისკენ, სადაც ქრისტიანული ტრადიციები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და განვითარებული ეკონომიკა უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული?
და ახლა, როცა თითქმის მივაღწიეთ საწადელ მიზანს, მივუახლოვდით სანატრელ ოცნებას დაგვხვდა რა, სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი გახვეული უპრეცედენტო კორუფციაში, სადაც დღე არ გავა, რომ არ ამხილონ როგორც რიგითი, ისე უმაღლესი თანამდებობის პირები, ცენზურა ევროპულ მედიაში, ივანიშვილის ქეისიც ამას მოწმობს, ქრისტიანულ ფასეულობებთან ბრძოლა, მასობრივი მიგრაცია, ეროვნული იდენტობის მოშლა, ეკონომიკის სტაგნაცია და ა.შ. ამაში კი რამდენიმე ამერიკული ოჯახის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესია.
არაერთხელ მოგვისმენია ზაზა შათირიშვილისგან რომ ამერიკას და ევროპას რამდენიმე ოჯახი მართავს, რომლებსაც კოლონიზირებული აქვთ ევროპის პოლიტიკაც, ეკონომიკაც და კორუფციასაც ისინი მართავენ, რაშიც ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინერიც ფიგურირებს, რასაც მედიაში გავრცელებული სტატია მოწმობს “ფაიზერის” კორუფციული ქეისის შესახებ.
ზემოთ ნახსენები ამერიკული ოლიგარქიული ოჯახები ნგრევაშიც და შენებაშიც შოულობენ ფულს. ერთერთი ასეთი კომპანია “ბლექროკი” გარდა იმისა, რომ ყველაზე დიდ აქტივებს ფლობს სამხედრო ინდუსტრიაში და დიდ მოგებას ნახულობს რუსეთ-უკრაინის ომში, ამავე დროს ზელენსკისთან გაფორმებული აქვს მემორანდუმი უკრაინის აღდგენის პროცესში, ფინანსებს ის გაუწევს მენეჯმენტს)
ევროკავშირს მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ელოდება, ამიტომ აუცილებელია სტერეოტიპებისგან განთავისუფლება.
ევროინტეგრაციისკენ სვლამ ჩვენი იდენტობა და საბოლოო განადგურება არ უნდა გამოიწვიოს!“- წერს ნინო ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება