fbpx

რომ არა მე ,დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია-ნიკა მელია

ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერმინისტრი”, – აღნიშნული განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მელიამ თქვა, რომ არა მისი ქმედებები, დღეს პრემიერმინისტრი ისევ გიორგი გახარია იქნებოდა.

,,ბატონი ღარიბაშვილი 24 საათი რომ ნაციონალურ მოძრაობაზე და ჩემზე საუბრობს, აქაც ხომ ჩანს, რომ მშვიდი ძილის შესაძლებლობა მას არ აქვს. მეორეც, ბატონი ღარიბაშვილის ადგილზე, მე, მადლობას გადავუხდიდი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, რომ არა მე და რომ არა უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერმინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონი ღარიბაშვილი იქნებოდა ისევ იქ, სადაც იყო. ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერმინისტრი. სიმართლე ეს არის”, – განაცხადა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მთავრობის მეთაურის განცხადებებს პოლიტიკოსის განცხადებებად არ აღიქვამს.

“რაც შეეხება მის პოლიტიკურ განცხადებებს, არ აღვიქვამ ამ განცხადებებს იმდაგვარად, რომ ეს განცხადებები კეთდება პოლიტიკოსის მიერ იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვნახეთ, ადამიანი როცა იყო დასაქმებული პრემიერმინისტრად, როგორც კი მოინდომა მისმა დამსაქმებელმა, იმწამსვე ის გადადგა, მერე მე შევუწყვე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერმინისტრად და მევე შევუწყობ ხელს მეგობრებთან ერთად, რომ ის აღარ იყოს თუნდაც ნომინალურად პრემიერმინისტრი ძალიან მალე”, – აცხადებს მელია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება