fbpx

რომელ პარტიებთან ქმნის საარჩევნო ბლოკს „ნაცმოძრაობა“

საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ბლოკის სახით წარსდგება. ბლოკში ნაკლებად რეიტინგული პარტიები ერთიანდებიან, ძირითადად ისინი, ვინც გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ წარმოადგენენ.

ბლოკის შემადგენლობაში იქნებიან – “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” (ნიკა მაჭუტაძე), მოძრაობა “ჩვენ თვითონ” (პაატა დავითაია). გარდა ამისა, ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახლადდაფუძნებული პარტიაც – “პროგრესი და თავისუფლება”.

ამასთან, გაერთიანებულ საარჩევნო სიაში მოხვდა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძეც.

„საზოგადოებას, პრესას აინტერესებდა ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოიცია?! აქ ვდაგავრთ, არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური, და პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარალანეტო არჩევნებზე, იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება და დაბრუნდეს განვითარების გზაზე” – განაცხადა წარდგენისას “ნაცმოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares