fbpx

“როდესაც რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია და დაისაჯოს ივანიშვილი, იქ ჩალის ფასი ექნება ჩვენთვის ამ დოკუმენტს” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს – მთავრობის მეთაური ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია ბევრ დაუსაბუთებელ ჩანაწერს მოიცავს და გამოთქვამს მზადყოფნას, ევროკომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

წერილში აქცენტი კეთდება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. პრემიერის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რეზოლუცია უნდა განიმარტოს.

“თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება როგორც რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პირები და მათი ლობისტები ცდილობენ ეს ჩანაწერი ივანიშვილს დაუკავშირონ და ამ კუთხით ძალიან მნიოშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს იმისთვის, რომ სპეკულაციისთვის არ დარჩეს სივრცე, იმისათვის, რომ არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის, ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი უნდა განიმარტოს ეს ყველაფერი და საინტერესო იქნება ფონ დერ ლაიენის პასუხიც ამ წერილზე. ეს რეზოლუცია არის უსამართლო, როდესაც რეზოლუცია საუბარობს იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია და დაისაჯოს ივანიშვილი, ჩალის ფასი ექნება ჩვენთვის ამ დოკუმენტს. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით, რა თქმა უნდა ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ეს, რა თქმა უნდა არის ჩვენი ღირსების საქმე, პრემიერის ღირსების საქმე და არავის უნდა მივცეთ ასეთი დარტყმის მიყენების საშუალება ჩვენს მმართველობით სისტემაზე,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება