fbpx

როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი, არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა-ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდა, არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გარეთ გამოგვეტანა.” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც განმარტა, რატომ არ ისაუბრეს მმართველი პარტიის წევრებმა აქამდე , რომ ელჩების დანიშვნის შესახებ რამდენიმე წარდგინებაზე პრეზიდენტს თითქმის ერთი წელია პასუხი არ გაუცია. 

messenger sharing button
whatsapp sharing button

„პასუხი არის მარტივი – „ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდა, არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გარეთ გამოგვეტანა. როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. ვიზიტებთან დაკავშირებითაც კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია, ესეც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტილება ამ თემაზე საუბრის დაწყების თაობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: 29 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

თავის მხრივ, საპასუხო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ „ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება