fbpx

როდესაც ბატონ ბიძინას არასწორად შეეხებიან! არც გეგონოთ ვინმე უკან დაიხევს,იგივე აზრისაა საქართველოს მინიმუმ 1 მილიონი მოქალაქე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში ივანიშვილის უდიდეს როლს ახსენებს.

“ამ მანქურთებს არ ცნობიათ ბიძინა ივანიშვილი! სანქციები? 2 მილიარდ დოლარზე მეტი ფული გაუჩერეს კაცს და ქვეყანაში ომი ვერ დააწყებინეს! ვერ მოერივნენ და შვეიცარიულ ბანკს აკოტრებენ! არ არსებობს მსოფლიოში ისეთი სანქცია, რომლის გამოყენებით ერისკაცს აიძულებთ ჩვენი ქვეყნის დანგრევას! ამას ვერ მოესწრებით! როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი მოქალაქე ვაცხადებ, ნუ გვცდით, არ გეგონოთ რომ ვინმეს გავითვალისწინებთ, როდესაც ბატონ ბიძინას არასწორად შეეხებიან! არც გეგონოთ ვინმე უკან დაიხევს, თქვენი მონებისთვის მოგონილი იქნება ავღანეთში საწყლად მიტოვებული ხალხის თვითმფრინავებიდან ცვენა! ვიმეორებ, ამას ვამბობ პირადად და იგივე აზრისაა საქართველოს მინიმუმ 1 მილიონი მოქალაქე”.წერს სამხარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება