fbpx

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კოვიდინფიცირებულთან გვქონდა შეხება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდ 19-ის მქონე პირებთან. თვითიზოლაცია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა.

  • დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში;
  • ამ პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში, საყიდლებზე. არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიიღოთ სტუმრები;
  • თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ საერთო სივრცეში მათთან შეხვედრის ალბათობა;
  • თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრა გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია – სულ მცირე 1 მეტრი;
  • აწარმოეთ თვითმონიტორინგი, გაიზომეთ სიცხე დღეში 2-ჯერ;
  • Covid 19-ისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში (ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახის ექიმს;
  • დაიცავით ხელების ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;
  • დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი: ხველისა და ცემინებისას აიფარეთ ცხვირსა და პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ;
  • საგულდაგულოდ გაწმინდეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები;
  • თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში, დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმი ან ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს, ექვემდებარებით თუ არა ტესტირებას;
  • არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები, ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

გაუზიარე!

Shares