fbpx

როგორ უნდა იმკურნალოთ სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში

მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ სახლში დარჩენენ და 14-დღიან თვითიზოლაციაში იყვნენ.

თუ პაციენტს სახლში თვითიზოლაციის პირობები არ აქვს, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი განთავსება საკარანტინო სივრცეში.

თვითმოვლის რეკომენდაციები პაციენტებისთვის, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ:

  • დარჩით სახლში და მოახდინეთ თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში;
  • დღეში სულ მცირე ორჯერ (დილას და საღამოს) გაიზომეთ სიცხე და მაჩვენებლები ჩაიწერეთ, რათა შემდეგ მოახსენოთ ექიმს;
  • დღის მანძილზე უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, რათა შარდს შეუნარჩუნდეს ღია, გამჭვირვალე ფერი;
  • შესაძლებელია მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით;
  • მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას;
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ან ოჯახის სხვა წევრის მდგომარეობა გაუარესდება. ასევე თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო რჩევებს (დაკავშირებულია ეს COVID-19 თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან);
  • გადადეთ ოჯახის ექიმთან თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმეთ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა.
  • რეკომენდებულია ყველა გეგმიური რუტინულად დანიშნული ვიზიტისა და წინასწარი ჩაწერის გაუქმება და აღნიშნულის სანაცვლოდ დისტანციური მეთვალყურეობის ფორმების გამოყენება (სატელეფონო თუ ონლაინკონსულტაციები).

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება