პედაგოგები დეტალურად გაეცნენ მეთოდოლოგიურ გზამკვლევს, რომელიც მათ მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის ეფექტიანად სწავლებაში დაეხმარებათ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის შედეგად, 2025 წლისთვის საქართველოში იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით საგნად ისწავლება, 300-მდე გაიზარდა, ხოლო სკოლების 90%-ზე მეტი რეგიონის სკოლებს წარმოადგენენ.
კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში სისტემური ინტეგრაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.