fbpx

რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ განიხილება, ეს ოპოზიციის უტოპიური და არარეალისტური მოთხოვნაა

საქართველოში განხორციელებულ სარჩევნო რეფორმებზე და უახლოეს მომავალში მასში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით “იქსნიუსის” რედაქცია ესაუბრა თბილისის საკრებულოს წევრს ვლადიმერ ბოჟაძეს. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას.

ბატონო ლადო, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩატარებულ ყველა არჩევნებში აქტიურად იყავით ჩართული, საინტერესოა თქვენი მოსაზრება საარჩევნო სისტემაში ჩატარებულ რეფორმებზე, რამდენად მიუახლოვდა ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა ევროპულს და როგორ შეაფასებდით არსებულ სისტემას?


-საქართველოში ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1990 წელს შეიცვალა საარჩევნო სისტემა და ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, შერეული საარჩევნო სისტემით: 125 დეპუტატი პარტიული სიით და 125 დეპუტატი მაჟორიტარული ოლქებიდან. 1991 წელს ქვეყანა გახდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა და 26 მაისს ჩატარდა პირველი არჩევნები. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ ჩატარდა 10 საპარლამენტო არჩევნები და ყველა მათგანი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, ხოლო 2024 წელს და შემდგომი არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 150-ვე დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა, სრულად გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში ჯერ კიდევ 2017 წელს გაკეთდა.

2024 წლის არჩვნები ცატარდება 5% ბარიერით, თუმცა პარლამენტს პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს 2024 და 2028 წლის არჩევნებისთვის 2% ბარიერით ჩატარების ვერსიაც.

ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც, იმ სახელმწიფოებში სადაც მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმაა საპარლამენტო არჩევნები ორივე სისტემით, როგორც შერეული ასევე სრულად პროპორციულით ტარდება, თუმცა უმეტეს შემთხვევებში არის სრულად პროპორციული სისტემა, რადგან ამ სისტემაში მანდატების განაწილება უფრო სამართლიანად ხდება და დაბალი ბარიერის შემტხვევაში ფაქტობრივად არ იკარგება ამომრჩეველთა ხმები.

ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით და თქვენი აზრით იქნება თუ არა აღნიშნულის განხორციელება 2024 წლის არჩევნებისთვი?

-სხვადასხვა სახის ელექტრონული სისტემები საქართველოში ბოლო წლებში არაერთხელ დაიტესტა, თუმცა ძალიან ეფექტიანი და შედეგიანი აღმოჩნდა 2022 წელს 2 აპრილს, ბათუმის არჩევნებზე გამოყენებული ამომრჩევლის იდენტიფიცირების ელექტრონული სისტემა. ამომრჩევლის იდენტიფიცირება ხდება ელექტრონულად, დგინდება მისი იდენტობა, დასტურდება ამომრჩეველთა სიაში მისი ყოფნა, უბნის სიაში რიგითი ნომერი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა მასზე ბიულეტენი, ამ სისტემამ დაასრულა საუბრები ე.წ. ,,კარუსელების შესახებ. 2024 წლისთვის ამ სისტემის გამოყენებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სრულიად რეალისტურია მისი საქართველოს მასშტაბით დანერგვა.

ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და თუ კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები თქვენი აზრით შეძლებს თუ არა 2024მდე ფიქსირებული ბარიერის გადალახვას?
-რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ განიხილება, ეს ოპოზიციის უტოპიური და არარეალისტური მოთხოვნაა, თუმცა თუ კი ის დაინიშნება ჩატარდება არსებული შერეული სისტემით, 1% საარჩევნო ბარიერით და 120/30 პრინციპით, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული პრინციპით. 2024 წლის არჩევნები (თუ არაფერი შეიცვალა) უნდა ჩატარდეს 5% ბარიერით, რომლის გადალახვის რესურსი მხოლოდ ,,ქართულ ოცნებას“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლიათ, ეს 2020 არჩვნებმაც დაადასტურა.

პირადად თქვენ როგორ საარჩევნო სისტემას ისურვებდით და რას შეცვლიდით მომდევნო არჩევნებისთვის?
-სრულად პროპორციული საარჩვნო სისტემა შესაძლოა გამოწვევად იქცეს, რადგან ვერ მოხერხდეს უმრავლესობის ან ჩამოყალიბება ან მისი შენარჩუნება, რასაც მოყვება ხშირი რიგგარეშე/ვადამდელი არჩევნები. ვნახოთ როგორ გაუმკლავდება საქართველოს ამომრჩეველი და პოლიტიკური სპექტრი ამ გამოწვევას. ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის ასევე შეიძლება მისაღები იყოს რეგიონული-პროპერციული საარჩევნო სისტემაც, რომელიც სრულად პროპორციულია, მაგრამ ასევე შეიცავს მაჟორიტარული არჩევნების პრინციპებსაც, მაგალითად: 10 საარჩევნო ოლქი, რომლებშიც იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა რაოდენობის თანასწორობა და თითოეულში, პარტიული სიების მიხედვით განაწილდება 15 მანდატი, 1 მანდატის მისაღებად საჭირო იქნება საარჩევნო ოლქის 1/15 ნამდვილი ხმების მიღება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება