fbpx

„რესპუბლიკელ“ კონგრესმენს, დერიკ ევანსს კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დასავლეთ ვირჯინიის შტატის „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს, დერიკ ევანსს კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ფედერალურმა პროკურორმა, კენ კოლამ განაცხადა

დერიკ ევანსი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრა და სოციალურ ქსელებში მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, თუმცა მოგვიანებით ვიდეოჩანაწერი წაშალა.

„ცრემლსადენი გაზი მოიტანეთ. ამ ქვეყანას დავიბრუნებთ“, – ისმის დასავლეთ ვირჯინიის შტატის კანონმდებლის სიტყვები ვიდეოჩანაწერში.

თავად დერიკ ევანსი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმში, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფებოდა.

კოლუმბიის ოლქის პროკურორის განცხადებით, 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი არეულობის შედეგად, 68 ადამიანი დააკავეს, 55-ს კი ბრალი წაუყენეს.

6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში  შეიჭრენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი  დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა  განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება