fbpx

რეკორდულად გაზრდილი შემოსავლები ტურიზმიდან- 807.7 მილიონი დოლარისშემოსავალი პირველ კვარტალში

საქართველოში, 2024 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურიზმიდან
მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და
$807.7 მილიონი შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ავრცელებს.
ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან
მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით (229 მლნ აშშ დოლარით)
გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს კი +1.5%-ით (12.3 მლნ. აშშ. დოლარით).
მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურიზმი ეროვნული
ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად საერთაშორისო
ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება