fbpx

რეკოდრული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებიდან- საქართველოშისაერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა

იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან
საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ზრდა 2019 წლის
მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი).
2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი
პოლონეთიდან დაფიქსირდა 11,734 ვიზიტით, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-
ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია 11,005 ვიზიტით, 2019 წელთან შედარებით
ზრდა +46.1%; გაერთიანებული სამეფო 6,484 ვიზიტი; ზრდა 2019 წელთან +27%.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით
შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და
დასრულებულ ვიზიტებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება