fbpx

რევაზ ჯაველიძე – პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა შეხვედრებში, მათ შორის გათვალისწინებული არის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში

როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაიწყო საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრებში, მათ შორის გათვალისწინებული არის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც და პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკაში ინვესტიციის საკითხებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდის ფორმატში. აგრეთვე, მთავრობის მეთაური პლენარული სესიის ფორმატში სიტყვით მიმართავს მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

„დღეს გაიმართა შეხვედრა და საუბრები სასურსათო უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც რეგიონული კუთხით არსებობს ამ მიმართულებით და ასევე ისაუბრა მათი გადაწყვეტის გზებზე. ასევე შეხვედრები გაგრძელდება ხვალ, როდესაც პრემიერ-მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკაში ინვესტიციის საკითხებთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდაში და ექნება შესაძლებლობა, მიმართოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს სიტყვით უკვე პლენარული სესიის ფორმატში,“- აღნიშნა რევაზ ჯაველიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება