აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქობულეთისა და
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებსა და
პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოებას გააცნო აჭარის მთავრობის
ხელშეწყობით დაგეგმილი პროექტები,რომლებიც მიზნად ისახავს
მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდაჭერას, სასკოლო ცხოვრების
მრავალფეროვნების უზრუნველყოფას, სასკოლო განათლების რეფორმის
პროცესში სკოლების ინსტიტუციურ გაძლიერებას.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პედაგოგებს
შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიეღოთ
დეტალური ინფორმაცია და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.