fbpx

რა ხდება, ვინმემ, ხომ არ იცით? რატი იონათამიშვილი ოპოზიციის აღიარებაზე

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი რადიკალური ოპოზიციის მარგინალური ფრთის აღიარებით განცხადებებზე სოციალურ ქსელში წერს.

“აღიარებათა სერიიდან:

1. გუშინწინ, კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება. მორალური, რა თქმა უნდა. აბა, ფინანსური საიდან?!

2. გუშინ, პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო აქციის ორგანიზება. აქაც, სავარაუდოდ, მორალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე უნდა იყოს საუბარი. 😊

3. დღეს, ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს…

რა ხდება, ვინმემ, ხომ არ იცით?” -აღნიშნავს დეპუტატი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება