fbpx

რა უტყუარი მტკიცებულებებია, რომ ბადრი ესებუა ბანკზე თავდამსხმელი პირია?!

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელოს, ბადრი ესებუას დაკავებას ეხმაურება.

ხაჭაპურიძე სვამს კითხვას, ბრალეულობის დამადასტურებელი რა მტკიცებულებები არსებობს.

“რა უტყუარი მტკიცებულებებია, რომ ბადრი ესებუა ბანკზე თავდამსხმელი პირია?! “- წერს შალვა ხაჭაპურიძე.

სააკაშვილის ადვოკატის მიერ დაწერილი აღნიშნული პოსტი, სოციალურ ქსელში ამ ეტაპზე, აღარ იძებნება.

შეგახსენებთ, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა, შსს-მ 8 თებერვალს დააკავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება