fbpx

რა უნდოდა 21 მარტს კელი დეგნანს კერძო პირთან, სამი საათი რაზე ელაპარაკა-ზაზა შათირიშვილი

. რა უნდოდა 21 მარტს კელი დეგნანს ჩვეულებრივ, კერძო პირთან, სამი საათი რაზე ელაპარაკა. მე უკვე აღარც მაინტერესებს რაზე ელაპარაკა. ყველაფერი გასაგებია,’’ – განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა PALITRA NEWS ეთერში საუბრის დროს. როგორც ფილოსოფოსი განმარტავს, ამერიკას სურს რუსეთის დამარცხება და ამ პროცესში, მათთვის მისაღებია ნებისმიერი კონფლიქტი. ამიერკავკასიაში ომი არ იქნება მათი პრობლემა მათი პრობლემა იქნება მექსიკის საზღვართან ომი. ,,მოდი, ტერმინები სწორად ვიხმაროთ. ანტიდასავლური ნიშნავს, როცა ადამიანი დასავლეთის წინააღმდეგია. ამერიკელებს კონკრეტულად უნდათ რუსეთის დამარცხება. ერთი ნაფოტიც კი, ძალზე მნიშვნელოვანია ცეცხლის ასანთებად. იმიტომ, რომ საქართველოში გარკვეული პროცესი, რომელიც რუსეთის გარკვეულ გამოპასუხებას გამოიწვევს, ეს იქნება ის მიძინებული კონფლიქტის გაცოცხლება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაშია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი ვნახეთ, ყველაფერი გავიარეთ. მე შეგახსენებთ 2008 წლის სექტემბრის ინტერვიუში ზბიგნევ ბჟეზინსკის ფრაზას, როდესაც ამბობს – ,,საქართველოს ერთი კვირა რომ გაეძლო, სხვა სიტუაცია იქნებოდაო’’. ანუ, არავინ არ ფიქრობდა, რომ ომი ერთ დღეში დამთავრდებოდა. მოლოდინი სხვა იყო. აქ ომი არ არის ამერიკის პრობლემა. ამერიკის პრობლემა არის, როდესაც ამერიკის საზღვართან იქმნება მსგავსი რამ. მექსიკაში რომ მსგავსი რამ იყოს, ის არის ამერიკის პრობლემა. კავკასიაში ომი რუსეთის პრობლემაა. ამერიკას თავის მოკავშირე თვითონ ჩამოუგდია. ნორიეგას ვგულისხმობ. ასევე, თავის მოკავშირე თვითონ მიატოვა ავღანეთში. დიდი პოლიტიკოსები და დიდი სუბიექტები ხანდახან ისე იქცევიან, შეიძლება სრულად მიატოვა შენი გუშინდელი მოკავშირე,’’- განაცხადა ზაზა შათირიშვილმა საუბრის დროს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება