fbpx

რა ტერიტორიებიც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ივერი მელაშვილმა ყველაფერი გაუფორმა-ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის გმირად წარმოჩენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

როგორც ჯაღმაიძემ “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა, რა ტერიტორიებიც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ივერი მელაშვილმა ყველაფერი გაუფორმა.

ანდრია ჯაღმაიძე სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

“ერთმნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მისი გმირად წარმოჩენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. არანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ მან რაიმე ეროვნული გააკეთა, არ გვაქვს.

რაც მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ, ყველა მიწა გაუფორმა, რაც მის კომპეტენციაში იყო. რა გააკეთა ეროვნული ნიშნით მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს გმირად აღვიქვათ არ ვიცი.

საპატრიარქოს კუთვნილებაა, ის ძეგლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და საპატრიარქო პირველ რიში სახელმწიფოსგან ითხოვს, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა”,-ამბობს ჯაღმაიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება