fbpx

რა სირცხვილის დერეფნები, ხალხო, მერე გიკვირთ, რატომ ვერ განელდა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ოპოზიციის რევანშის მიმართ შიში!-ხათუნა ლაგაზიძე

საარჩევნო უბნებთან ე.წ სირცხვილის დერეფნების მოწყობას ეხმაურება ექსპერტი ხათუნა ლაღაზიძე.

მისი თქმით, პროტესტის მსგავსი ფორმა საზოგადოებას მეტად პოლარიზებულს ხდის

„რა სირცხვილის დერეფნები, ხალხო, რა სირცხვილის დერეფნები?! მერე გიკვირთ, რატომ ვერ განელდა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ოპოზიციის რევანშის მიმართ შიში! ნუღარც ის გიკვირთ, რატომ ლაგდებიან და მწყობრად აძლევენ „ოცნებას“ ხმას. ნუღარ დაიმშვიდებთ მერე თავს ადმინისტრაციული რესურსით და კარტოფილზე გაყიდული ხმებით: თქვენ მიგყავთ ეს ხალხი და თქვენ აიძულებთ „ოცნებას“ მისცეს ხმა. პროტესტის ფორმას რა დალევს, რაღა ეს დერეფნები. საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას კი არა, გამთლიანებას უნდა მოვახმაროთ ახლა მთელი ძალისხმევა“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება