fbpx

რა თქმა უნდა, ჩვენი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება-შალვა პაპუაშვილი

არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძე გადაწყვეტს, სურს თუ არა კანდიდატად ყოფნა. ჩვენი სურვილია, ქართული ოცნებიდან მერობის კანდიდატი ის იყოს. მოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში, ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით

ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტში შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება