fbpx

რა თავში ვიხლით ნებისმიერ კავშირში გაწევრიანებას, თუ ის ჩვენს ქვეყანას დაანგრევს და გაანადგურებს?

ომი გვინდა თუ მშვიდობა? მიშა არ ჭამს თუ ვერ ჭამს?

ჟურნალისტები და პოლიტიკური აქტორები ცდილობენ იმის მტკიცებას, თითქოს საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხს ეს ორი მთავარი პრობლემა განსაზღვრას.

დღეს ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვები, რომლებზეც იგება საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი.

მართალია, ქართველ ოპოზიციონერთა შორის პირდაპირ არავინ აცხადებს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსსო, მაგრამ მოწოდებები იმის შესახებ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინას, უნდა მოახდინოს უკრაინაში ქართველი მებრძოლების ლეგიტიმაცია, უნდა შეწყვიტოს ყველანაირი ეკონონიკური კავშირი რუსეთთან და ა. შ. ნიშნავს არაპირდაპირ პროვოცირებას, ჩაგვრთონ წინასწარ წაგებულ ომში.

როდესაც მათ ეკითხები, ცხინვალში ან აფხაზეთში განთავსებული რამდენიმე ათეული ტანკი და ასეული მებრძოლი რომ შემოვიდეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ – უნდა მიმართოს გაეროს, ნატოს, ევროკავშირს და მოითხოვოს ამ ყველაფრის დაგმობა, თუ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიოს მტერს? ალბათ იტყვიან, ერთიც უნდა გააკეთოს და მეორეცო, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია ყველა საშუალებით გაუწიოს წინააღმდეგობა მის საზღვრებში შემოჭრილ უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებსო.

თეორიულად ყველაფერი მარტივია, როცა მძიმე შედეგის დადგომის შემდეგ პასუხი შენ არ მოგეთხოვება არც ქმედებებზე და არც მცდარ და ქვეყნისთვის დამაზიანებელი თეორიის ქადაგებაზე.

ამიტომაც ცხელი თავები ასე ადვილად განსჯიან ომის და მშვიდობის საკითხს.

მოაზროვნე და ქვეყანაზე მოფიქრალთათვის მნიშვნელოვანია რა იქნება შედეგი? რამდენ დღეში თუ კვირაში დაიკავებს რუსული არმია საქართველოს მთელ (ან უმრავლეს) ტერიტორიას?

გასაგები მიზეზების გამო, სასწრაფო წესით მოწოდებული შეიარაღებითაც ვერ შევძლებთ რუსეთისათვის ისეთი წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც საბოლოოდ ომის წაგებითა და ჩვენი ქვეყნის განადგურებით არ დასრულდება.

პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ისეთი ომის წარმოებაა, სადაც გამარჯვების მინიმალური შანსი არსებობს, თორემ წინასწარ წასაგებად და დიდი მსხვერპლისთვის განწირულ ომში ჩაბმა ან პროვოკაცია ან სიბრიყვე.

ვითომ ჩვენი კეთილის მსურველნი, საქართველოს ხელისუფლებას, სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით, წინასწარვე წაგებულ ომში ჩართვას აიძულებენ.

ასეთი ომის თავიდან აცილება არის სწორედ ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი და არა პირიქით.

ჩვენთან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში მოგებული იქნება ბევრი (ევროპაც, აშშ-ც, უკრაინაც და რუსეთიც), ხოლო წაგებული და დამარცხებული იქნება მხოლოდ ერთი- საქართველო.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, ხომ ხედავთ, უკრაინა რომ ომობს, ამიტომაც ის ყველაზე ახლოსაა ევროკავშირთან, თორემ სად არის ამ ქვეყანაში დემოკრატიაო. იომოს საქართველომ და მასაც ტაშს დაუკრავს ევროპაც და ამერიკაცო.

ჩვენთვის ევროკავშირში ყოფნა არა მიზანი, არამედ საშუალებაა უკეთესი ცხოვრების მისაღწევად.

რა თავში ვიხლით ნებისმიერ კავშირში გაწევრიანებას, თუ ის ჩვენს ქვეყანას დაანგრევს და გაანადგურებს?

დაახლოებით ამ პრიზმაში განიხილავენ ზოგიერთები სააკაშვილის არ ჭამა თუ ვერ ჭამის და აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან დაახლოების თუ დაშორების საკითხს.

სააკაშვილისათვის სასჯელის აცილების მიზნით, მილიონად დაქირავებული ლობისტების სტრატეგი, მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებაზე გადის.

ყოფილი პრეზიდენტის მიერ არჩეული ტაქტიკური სვლები სწორედ ამაზე მიუთითებს.

თმააჩეჩილი, წვერგაუპარსავი, პირდაუბანელი სააკაშვილის წარდგენა საზოგადოების წინაშე, სიმულაციური გულის წასვლები და გულის რევები (რომლის შემსწრე არავინ ყოფილა) გარკვეულ ეფექტებს ახდენს, როგორც ქართველი ნაცსექტანტების აქტივისტებზე, ისე საქმეში ჩაუხედავი ზოგიერთი დასავლელი ობივატელის “სათუთ” გრძნობებზეც.

ლობისტების სტრატეგიამ სასურველი შედეგები ვერ დადო.

ნაცების ახალმა ხელმძღვანელობამ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებულ ყოველდღიურ მინი საპროტესტო აქციების მოწყობაში ნახა.

საყოველთაო მოსაზრებით, ამან კიდევ უფრო დააჩქარა ნაცების დეგრადაცია- დელეგიტიმაციის პროცესი, რადგან ნებისმიერ პოლიტიკური საპროტესტო აქციის მიზანი ძალის დემონსტრირებაა. ნაცები კი თავის მინი აქციებით მხოლოდ უძალობის დემონსტრირებას ახდენენ.

წელსაც ისევე როგორც შარშან, ევროკავშირის კანდიდატად საქართველოს მიღების საკითხი მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით გადაწყდება.

მოცემული 12 რეკომენდაციის თუ ულტიმატუმის შესრულების მიუხედავად, გადაწყვეტილების მიმღებები იმოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე როგორ პასუხსაც ჩათვლიან მომგებიანად.

ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ინტერესებს და არა იმას თუ რას გვკარნახობენ ან რას იტყვიან ჩვენზე მავანნი.წერს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება