fbpx

რა არის „ჟან მონეს დიალოგი“, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე გააქტიურდა?

xnews- პედია

ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის – ევროპული პარლამენტის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგისთვის.

ეს ფორმატი ევროპარლამენტის მხარდაჭერით შექმნილი ინტერპარტიული დიალოგის პლატფორმაა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე.

ჟან მონეს დიალოგი არ არის ერთჯერადი შეხვედრა, უფრო პროცესია, პრაგმატული კონსენსუსის მისაღწევად, რაც მოიცავს კონსულტაციებს პოლიტიკურ ლიდერებთან, კონკრეტული შედეგების მიღწევას და ასევე დიალოგის დროს ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ მეთვალყურეობას.

დიალოგს საფუძვლად ჟან მონეს სამუშაო მეთოდი უდევს და გულისხმობს ყველა მონაწილის შეთანხმებას როგორც განსახილველ თემებსა და მეთოდოლოგიაზე, ასევე ცხრა, აუცილებელ წესზე:

მედიაციის პრინციპები საჭიროებისამებრ იქნება გამოყენებული

ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს თანაბარ პირობებში

ნულოვანი შედეგი გამოირიცხება

წინასწარ არაფერია დაწესებული და/ან გამორიცხული

არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება

არანაირი კომუნიკაცია მედიასთან, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება

წინასწარ არ უნდა იყოს წარმოდგენილი წინადადებები ან კანონპროექტები

თუ თემაზე არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, დაიწყება მისი დამუშავება

ნებისმიერი შეთანხმებული საერთო პროექტი მხარეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთობლივად.

ჟან ომერ მარია გაბრიელ მონე (1888-1979) იყო გავლენიანი ფრანგი დიპლომატი, ფინანსისტი, ძლიერი და გაერთიანებული ევროპის მხარდამჭერი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად მიიჩნევა. მისი სახელობის დიალოგს საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა მონეს სახლში, Maison Jean Monnet-ში, ჩრდილოეთ საფრანგეთში, Bazoches-sur-Guyonne-ში. ჟან მონეს დიალოგები ხშირად ტარდება ამ სიმბოლურ ადგილას, მაგრამ არამხოლოდ.

ევროპარლამენტმა ჟან მონეს დიალოგის მეთოდოლოგია პირველად 2016 წელს, უკრაინის ვერხოვნა რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა, მოგვიანებით კი – ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის და სერბეთის ეროვნული კრების მხარდასაჭერად.

წყარო: https://www.europarl.europa.eu/globaldemocracysupport/en/mediation-and-dialogue/jean-monnet-dialogues

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება