fbpx

რაჭის ,,უკვდავების წყალი,, უპატრონოდაა მიტოვებული, მდინარეში ჩაედინება-ეკა მიქაუტაძე

სოციალურ ქსელში ეკა მიქაუტაძე რაჭის მჟავე წყალზე წერს-

ჩემს ბავშვობაში დედას მენინგო რადიკულიტი დაემართა, 3 თვე გაუნძრევლად იწვა, იმ დროისათვის. თუ კი რამე წამალი ან მკურნალობა არსებობდა , არ დაკლებია, მაგრამ უშედეგოდ, ზაფხული რომ მოვიდა ვუყიდეთ ეტლი და რაჭაში წავედით, ახლაც მთელი სიცხადით მახსოვს როგორ განიცდიდა, ყველას გვთხოვა სანამ ამ მდგომარეობას შევეჩვევი,ნუ იტყვით აქ რომ ვარო, მეორე დილით ბებიას თხოვნით მამამ 20 ლიტრი ეს წყალი , ანუ სორტუანის მჟავე-მარილიანი წყალი მოიტანა, 10 დღე ბებია ამ წყალს ათბობდა და ნახევარი საათი აბაზანებს უკეთებდა, მერვე დღეს დედამ გაიარა და მთელი ცხოვრება ეტლი არათუ გახსენებია, ბოლო წუთამდე ქუსლაჩკებით დაპაკუნებდა 🙂❤
მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა, დღეს ეს უნიკალური , ფაქტიურად უკვდავების წყალი უპატრონოდაა მიტოვებული, მდინარეში ჩაედინება , ვინ იცის სვეტიკას მსგავსად, რამდენ ადამიანს გაუხანგრძლივებდა სიცოცხლეს, ან უბრალოდ შეუმსუბუქებდა ტკივილებს, იქნებ გამოუჩნდეს პატრონი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება