fbpx

რაც მეტი რადიკალი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს, მით უკეთესი იქნება -ირაკლი კობახიძე

რაც მეტი რადიკალი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს, მით უკეთესი იქნება როგორც პარლამენტში, ასევე მთლიანად ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის, – ამის შესახებ პარტია ქართული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ მიესალმებიან მანდატების დატოვების თაობაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.
„რამდენიმე რადიკალმა დეპუტატმა დატოვა მანდატი, მელია-ხაზარაძემ და ამ ადამიანებმა და ეს დადებითად აისახა რადიკალიზმის ხარისხის შემცირებაზე პარლამენტში და მთლიანად პოლიტიკურ პროცესებში. რასაც ისინი ეძახიან დეპოლარიზაციას ეს არის რადიკალიზმის ხარისხის შემცირება. რაც მეტი რადიკალი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს, მით უკეთესი იქნება როგორც პარლამენტში, ასევე მთლიანად ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ მივესალმებიით მანდატების დატოვების თაობაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება