fbpx

რატომ მიღებდით ჩემს საძინებელში?გრიგოლია სააკაშვილს დაუპირისპირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაცემა “რეაქციაში” სტუმრად ჰყავდა ინგა გრიგოლიას. ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა პირად ჩანაწერებზე, რომელიც მის მიმართ განხორციელდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.

ამასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა: „სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩემგან ყველა სპეცსამსახურს ქონდა კატეგორიული მითითება რომ ადამიანების პირად ცხოვრებას არ შეხებოდნენ. თუ ვიღაცამ ეს დაარღვია, იმ ადამიანს თავი აქვს მოსაძრობი.

ამაში აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს აღშფოთებას. ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი.

სწორედ თქვენ თქვით რომ „ოცნების“ დროს გამოვარდა, არ ვადევნებდი ამას თვალს მაგრამ. სხვებზე ვიცი რომ გამოვარდა. სწორედ იმის გამო რომ ვიღაც ნაძირლებმა ეს გააკეთე და ოცნებამ გამოიყენა. იმიტომ რომ ჩემ დროს ამას ვერავინ გამოიყენებდა, იმიტომ რომ გამეგო სადღაც ვიღაცამ ეს გადაიღო და გამოვარდა, იქვე დავსჯიდი იმ ადამიანს.

ჩემი პრეზიდენტობის დროს ვინმეზე პირადი ცხოვრების კადრები არ გამოსულა. ვინმე ამას აკეთებდა ალბათ, მაგრამ მერე ამათ (ქართული ოცნება) აიყვანეს ის ხალხი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება