fbpx

რას აკეთებდა თათია სამხარაძე დიმიტრი ჩიქოვანის კარადაში?

გაიტაცა თუ არა კეზერაშვილის ცოლის ძმამ დიმიტრი ჩიქოვანმა თათია სამხარაძე?!

პოსტვ-ის წყაროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც წერეთლის გამზირის 67 ნომერში მდებარეობს, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა. დეტალების გასარკვევად პოსტვ-ი ადგილზე მივიდა, თუმცა გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარეძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა. მიღებული ინფორმაციის შესახებ პოსტვის გადამღებმა ჯგუფმა სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა. ამ წუთებში დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველები მუშაობენ. თათია სამხარაძე ბინაში იმყოფება, პოლიციამ ის კარადაში იპოვა. დამატებით დეტალებს მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება