fbpx

რატომ იბლოკება ტრამპი საქართველოში?-ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:

“რატომ იბლოკება ტრამპი საქართველოში? ახლა შევაჯამოთ რა ელის საქართველოს 4 ნოემბრის მერე, თუ გაიმარჯვა ტრამპმა?
1.საქართველო უარს ამბობს ნატოზე?
2.საქართველო უარს ამბობს დახმარებაზე?
3.საქართველო უარს ამბობს სტრატეგიულ პარტნიორობაზე?
4.იხურება აშშ-დან დაფინანსებული ენჯეოები?
5. ვწყვეტთ კავშირს მოკავშირესთან და ვბარდებით ვის?
ეს კითხვები ისეთივე ლეგიტიმურია, როგორც შეკითხვა, თუ რატომ არ შუქდება სრულად ტრამპის საარჩევნო კამპანია.
რატომ არ ირჩევა ანალიტიკურ თოქ-შოუებში? მემგონი საკმარისად გვყავს კომპეტენტური ამერიკანისტები.
ასევე მაქვს შეკითხვა:
თუ გაიმარჯვა ბაიდენმა, ყველაფერი გრძელდება? ბაიდენის პირდაპირი პროტეჟე მიშა “ჩერეზ” უკრაინა ბრუნდება და მერე რა ხდება?
ნავიდან-ნავში მოხტუნავეების გასაგონად ისმის ეს შეკითხვები, თორემ მე და ჩემნაირებს ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესი უფრო გვადარდებს…
P.S. და კიდევ! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

გაუზიარე!

Shares