fbpx

რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ისეთივე ფასი აქვს, როგორც სამადაშვილის ან მანჯგალაძის განცხადებებს. იგი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი და ურეიტინგო წარმომადგენელია

ზურაბიშვილის განცხადებებს ისეთივე ფასი აქვს, როგორც სამადაშვილის ან მანჯგალაძის განცხადებებს. მათ განცხადებებს შორის ფაქტობრივად, სხვაობა არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მისი მხრიდან უფრო თვითაქტივიზაციის მცდელობაა.

„ასეთი მცდელობები რადიკალური ოპოზიციის მხრიდანაც არაერთხელ გვინახავს და საბოლოოდ როგორ მთავრდება, ესეც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ. შესაბამისად, უკვე ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი და ურეიტინგო წარმომადგენელი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად პირველად მოიხსენია. „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა „ლე მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება