fbpx

რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, იკვეთება კეზერაშვილის ბრალეულობა. ეს ადამიანი, როდესაც ხელისუფლებაში იყო, ძარცვავდა ქართულ ჯარს და ახლა ევროკავშირის მოქალაქეების ძარცვით არის დაკავებული

,,დადებითად მინდა შევაფასო საქართველოს პროკურატურის და პროკურორის როლი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში და გამოძიებაში,’’ – ასე ეხმიანება პარლამენტის უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენას.

როგორც იონათამიშვილი აცხადებს, საინტერესოა, სად მივა გამოძიების კვალი. თუ ეს იქნება კეზერაშვილი, რა საკვირველია, არავის გაუკვირდება.

,,დადებითად მინდა შევაფასო საქართველოს პროკურატურის და პროკურორის როლი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში და გამოძიებაში, რაც ასევე, დასავლელი პარტნიორების მხრიდან იქნა აღნიშნული. ახლა საინტერესო არის სად მივა კვალი, როგორც ჩანს იკვეთება კეზერაშვილის და მისი გარემოცვის ბრალეულობა. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ რასაკვირველია, არ გაგვიკვირდება, ვინაიდან ვიცით, რომ ეს ადამიანი, როდესაც ხელისუფლებაში იყო ძარცვავდა ქართულ ჯარს და ახლა კი, როდესაც ემიგრაციაშია ევროკავშირის მოქალაქეების ძარცვით არის დაკავებული,’’ – განაცხადა იონათამიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება