კარი ღია იქნება ყველასთვის და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რითაც თავი დაგვამახსოვრეს ეს არის ან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლა ან ერთმანეთთან დაპირისპირება. არ მგონია რომ ისინი ზნეს შეუცვლიან და ამ პროცესში ჩაერთვებიან, მაგრამ ცხადია, კარი ყველასთვის ღია იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დამტკიცებული 9 პრიორიტეტის განსახორციელებელი გეგმა უკვე ბრიუსელშია. საქართველო 15 დეკემბრის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.