fbpx

რატი იონათამიშვილი-იცით, როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას? მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია- პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, აღიარებენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

რატი იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებები ამ ფაქტს ისე აფასებენ, როგორც “ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…“
მისივე თქმით, საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს.

„იცით, როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის მედია ნაცების და უკრაინელი დეპუტატების მიერ ევროპულ რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას?
“ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…”
ანუ, მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია, – პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, მათივე ტელევიზიებით აღიარებენ!
საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს აღარ ვიცი, თან ასე სინქრონში: ჯერ ქმედებით და მერე ასეთი გაშუქებით!“-წერს რატი იონათამიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება