რატი იონათამიშვილი-ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს, ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს!

🇬🇪

რატი იონათამიშვილი-ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს!

ამ დროს, ცალკეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია. რომ ზამთრის პარალიმპიადის გახსნას 11-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ აღარაფერი წერია, რომ იმ თერთმეტეულს ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც პარალიმპიური თამაშებისთვის და არც დახურვის ცერემონიისთვის.

ის ქვეყნები კი, რომლებიც ბოიკოტს არ შეუერთდნენ, არიან: აშშ 🇺🇸 საფრანგეთი 🇫🇷შვედეთი 🇸🇪 იტალია 🇮🇹 ნორვეგია 🇳🇴 შვეიცარია🇨🇭ესპანეთი 🇪🇸 ისლანდია 🇮🇸 ბელგია 🇧🇪 პორტუგალია 🇵🇹 ავსტრია 🇦🇹 და კიდევ 34 ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ ამ 45 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოში მოქმედმა ონლაინ მედიამ გააშუქა ეს საკითხი და გამოხატა აღშფოთება იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს.

სხვათაშორის, 2008 წელს, როცა აგვისტოს ომიდან ერთი თვე იყო გასული, პარალიმპიადის გახსნაზე პეკინში ეს ქვეყნები ამაყად იდგნენ ერთად და საერთო სურათებსაც იღებდნენ. საქართველო არავის გახსენებია მაშინ.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 2022 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რუსეთის ნაკრებს რომ პარალიმპიადაზე ეროვნული სიმბოლიკით არ მიეღო მონაწილეობა და არც მერე შეგვიცვლია პოზიცია, მაგრამ 2025 წელს IPC-ის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც 2025 წლის 5 დეკემბერს სპორტის საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის მიერ მოგებული საქმეც მოჰყვა და ამით მონაწილეობს საკითხი დაიხურა.

ჩვენ არც ერთ მეტოქეს არ ვერიდებით. ბევრისთვის მოგვიგია და კიდევ ბევრს დავამარცხებთ, უბრალოდ იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარა ათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, კიდე ბოიკოტით აღტკინების და ბულინგის გზას ვინც ადგას, ეს ნამდვილად უხერხულია.

გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და სათხილამურო ტრასებზე უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!

წარმატება ჩვენს გმირ ქართველ პარა ათლეტებს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება