ამირან სალუქვაძე წერს-მავნებლობს ოპოზიცია ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით. ახლა დაღუპულთა ოჯახების ორად გაყოფა და პოლარიზება სურთ.
ნახეთ ფოტოებზე, ვიდეოში, ადრე, ძირითადად, 8 აგვისტოს ადიოდნენ. უცხოელთა განცხადებენიც 8-ში კეთდებოდა. ახლა აქაური საელჩოებიც აყვნენ და 7-ში აკეთებენ განცხადებას.
რას აღნიშნავთ 7-ში?
პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს #402 ბრძანებულებით 7-8 აგვისტოს სეპარატისტებმა გაგვიხსნეს ცეცხლი.
ევროსაბჭოს 2008 წლის #1633 რეზოლუციის თანახმად საქართველოს ბრალდება გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნის გამო დაძაბულობის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდა, რომელ მავნე ფორმულირებასაც მაშინდელმა სახელისუფლებო დელეგაციამ ხმა მისცა და კომპრომისად მონათლა.
პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს #402 ბრძანებულებაში რუსეთის სახმელეთო ფორმირებების როკის გვირაბის გადმოლახვა და ავიაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების დაბომბვის, ანუ რუსეთის აგრესიის თარიღად მითითებულია 8 აგვისტო.
მესმის, როცა 5 და 6 აგვისტოს ინტერვიუებში ამბობდით სეპარატისტების თავნებობაა და რუსეთი არაფერ შუაშიაო, შემდგომში დიპლომატიად და რუსეთისთვის სახის შენარჩუნების მცდელობად გაასაღედ, მაგრამ 9 აგვისტოს, უკვე გაგანია ომის დროს ვის და რას უნარჩუნებდით 8 აგვისტო რომ ჩაწერეთ?
ჰოდა, 7 აგვისტოს რას აღნიშნავთ და რატომ, თუ ოფიციალურად რუსეთის აგრესიის თარიღად დააფიქსირეთ 8 აგვისტო?







38თეიმურაზ თეიმურაზ, Shengelia Magda და 36 სხვა
9 კომენტარი