fbpx

რამდენიც არ უნდა ემაიმუნა თამარ ჟვანიას, პარალელური დათვლის შედეგებმა აჩვენა, რომ ივანიშვილს 40 პროცენტზე მეტი აღებული აქვს-თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლე, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალუს ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” 40%-ზე მეტი აქვს არჩევნებში მიღებული.

“ბოიკოტი და რა? – “იყოს თურქმენბაშივით”? ზუსტად იცით, რომ ივანიშვილს შეაწუხებს თურქნმენბაშობა? მე მგონია, რომ არ შეაწუხებს. თურქმენბაშები ხალხს აწუხებენ, საკუთარ თავებს კი არა. იმისთვის, რომ პროცესზე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო და ვინმეს, რამე მოვუწოდო, მე აუცილებლად მჭირდება ვიცოდე, რა არის შემდეგი ნაბიჯი?

Endgame რა არის? ვადამდელი არჩევნები? ბოიკოტით ეს რატომ მიიღწევა უფრო იოლად? ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქუჩაში ისეთ კრიზისს შექმნის, ხელისუფლება ვადამდელს დანიშნავს? ვინც ბოიკოტზე ფიქრობს, შეუძლია იმის დარწმუნებით თქმა რომ ქუჩაში შექმნის პროცესს, რომელიც ვადამდელ არჩევნებთან მიგვიყვანს? უბრალო კითხვას ვსვამ.

რამდენიც არ უნდა ემაიმუნა თამარ ჟვანიას, პარალელური დათვლის შედეგებმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მანდატს ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია აქვს – მაგრამ 40 პროცენტზე მეტი აღებული აქვს. ამ 40 პროცენტს თავისი ახსნა აქვს: ჩვენს ოლქზე დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი არჩევნებამდე იზღუდება და არა იმდენად არჩევნების დღეს.

მაგალითად, გიგას ქოც კონკურენტს, თითქმის ყველა კორპუსში ჰქონდა შტაბი გახსნილი და მრავალწევრიანი ოჯახის რომელიმე წევრს კოორდინატორად ამუშავებდა. ხომ ცუდია? ძალიან ცუდია. მაგრამ, რთულია ოჯახის უზრუნველყოფას რამე დაუპირისპირო, როგორი გავეშებულიც არ უნდა იყოს საზოგადოება ხელისუფლებაზე – ტეტჩერს დავესესხები და, “არ არსებობს საზოგადოება” – მითუმეტეს როცა საქმე არჩევნებს ეხება. სამაგიეროდ, არსებობენ ინდივიდები და ოჯახები რომლებსაც ძალიან უჭირთ.

გარდა ამისა, მასობრივ მოსყიდვას აიოლებს ხალხის უნდობლობა მთელი პოლიტიკური კლასის მიმართ – “ყველა ასე გვპირდება, მაგრამ მარტო არჩევნების წინ გახსენდებით” – ეს ფრაზა მესმოდა ყველაზე ხშირად და მეტწილად მართლებიც იყვნენ. რა შუაშია, მაგრამ ფოთში მალე ჯერ მხოლოდ იმიტომ დავბრუნდები, რომ ამ ადამიანებს დავუმტკიცო, რომ ჩვენ “ყველა” არ ვართ.

მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება უფრო კომპლექსური და რთულია და ამის გადაწყვეტა დღეს გაკეთებულ იმპულსურ განცხადებებზე გაცილებით მეტს მოითხოვს. მე როგორც ვიცი, ჩემ მიერ მხარდაჭერილ პარტიაში ამ საკითხზე დისკუსიაა. მესმის, რომ საპროტესტო ელექტორატი გაბრაზებულია, მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ მათ ბრაზს აყოლილებმა, იმედგაცრუება მოვგვაროთ – მეტი პასუხისმგებლობა აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს.” – წერს ჩერგოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება