fbpx

რამდენიმე წუთის წინ სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს –

მათივე ცნობით, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ბადრი ესებუას და მისი ძმის კონტაქტის შესახებ, მან სამართალდამცველების გამოჩენისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა დროულად დააკავეს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა,რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

გაუზიარე!

Shares