fbpx

რაგბისტი ნიკა ჟვანიას დედა, აცხადებს, რომ სპორტსმენი ცაცია არ არის

რაგბისტი ნიკა ჟვანიას დედა, რომელიც ერთ-ერთია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით პატიმრობაში მყოფ პირებს შორის, აცხადებს, რომ სპორტსმენი ცაცია არ არის.

დედის განმარტებით, ჟვანია ნამდვილად არის გოჩა ჩხაიძის ნათლული. იგი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სპორტსმენის ამბავი ალკოჰოლური კომპანია “ასაკანელი ძმების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მასთან სატელეფონო საუბრისას მოიკითხა.

ელისო კილაძის განცხადებით, ცაცია არის, არა არჩილ გაგნიძე, რომლის სახელიც გაჟღერდა, არამედ ნიკა ჟვანია.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გაუზიარე!

Shares