fbpx

,,ჟურნალისტებს” მინდა ვკითხო, ადამიანის სიცოცხლეშიც ორმაგი სტანდარტებია? -ნიკა გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის შვილი ნიკა გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს- “ჟურნალისტებს” მინდა ვკითხო, ადამიანის სიცოცხლეშიც ორმაგი სტანდარტებია? როცა ჩემ ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა, ეგ არაფერი და როცა თქვენ “კოლეგას” ვითომ დაემუქრნენ, სიუჟეტები არ ჩერდება… ცოტა ტეხავს

შეგახსენებთ,რომ ერთი წლის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა-

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

გვინდა ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ აღნიშნული უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება