fbpx

ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისა და ყველა მომავალი თაობისათვის.

„დღეს ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი, ღირსებით, პატრიოტიზმითა და განათლებით გამორჩეული მამულიშვილი, იგი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ქართველებისა და აფხაზების ერთიანობისათვის.

„თუ საქართველოს თუნდაც, ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია“, – მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-მისადმი მიწერილი ეს სიტყვები ჟიული შარტავას გმირობის შემსწრე უცნობ აფხაზს ეკუთვნის.

ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის, ყველა მომავალი თაობისათვის. დიდება ჩვენს გმირებს!“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება