fbpx

ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლის შემდეგ, ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული რადიო და ტელევიზია (LRT) ავრცელებს

ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ იგი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, როგორც ეს „სამშობლოს კავშირი – ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატების“ პოლიტიკურმა ჯგუფმა მოითხოვა.

„თანამდებობაზე ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, ვტოვებ სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. თანამდებობას ჩემი პარტიის მოთხოვნით ვტოვებ. ჩემს პოსტს ვტოვებ, რადგან პოლიტიკა გუნდური მუშაობაა და ზოგჯერ ერთი მიზნისთვის უკან დახევაა საჭირო. ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა მხარი დამიჭირა და თანამდებობაზე დამნიშნა. უპატივცემულობა იქნებოდა მისი გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობა. ლიეტუვის მყარი და ერთიანი საგარეო პოლიტიკისთვის ვიბრძვი“, – აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.აღნიშნული ნაბიჯი პავილიონისის მიერ ლიეტუვის მთავრობის კრიტიკას მოჰყვა იმის გამო, რომ მთავრობამ „ბელარუსკალის“ სასუქების ლიეტუვის ტერიტორიის გავლით ტრანზიტი არ შეაჩერა, მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება