fbpx

პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი დააკავა.

პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ალეკო ლიპარტელიანი დააკავა.

მას ბრალად ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემა ედება.

ჩვენი ინფორმაციით, ლიპარტელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირის გათავისუფლების სანაცვლოდ თანამდებობის პირს დიდი ოდენობით ქრთამს სთავაზობდა

საუბარია ფინანსური დანაშაულისთვის ციხეში მყოფ პირზე, რომელსაც ლიპარტელიანმა საკუთარი გავლენების გამოყენებით დახმარება აღუთქვა.

სწორედ ამ მიზნით ის დაუკავშირდა თანამდებობის პირს, რომელსაც ზემოხსენებული პირის გათავისუფლებაში დახმარების სანაცვლოდ 100 ათასამდე ლარი შესთავაზა.

გამომძიებლის დაკავების შესახებ ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაშიც დაგვიდასტურეს. „პრაიმტაიმის” კითხვაზე პროკურატურაში ასეთი განმარტება გააკეთეს:

“საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ა.ლ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ლ. შუამავლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა ერთ-ერთ თანამდებობის პირს”.

ალეკო ლიპარტელიანს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წყარო ,,პრაიმ თაიმი,ექსკლუზივი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება