fbpx

პრემიერ-მინისტრმა მარნეულის სოფელ ქუთლიარში ახალი სკოლა დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა მარნეულის სოფელ ქუთლიარში ახალი სკოლა დაათვალიერა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში იმყოფებოდა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა.
შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააცნო.

სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 ახალი სკოლა შენდება, საიდანაც ხუთი დასრულებულია, სამი კი დასრულების ეტაპზეა.მშენებლობა დასრულდა ხულდარაში, შულავერში, ქუთლიარში, კასუმლოსა და ჯანდარში, სადაც სკოლის მოსწავლეები უკვე ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლობენ. 

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მარნეულის მერი კენან ომაროვი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება