პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გელა გელაძეს მრავალწლიანი მუშაობის სტაჟი აქვს.
„გარდა ამისა, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში, განათლების და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. გასულ წლებში იყო განათლების მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის მოადგილე. დღემდე იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უფროსის მოადგილის თანამებობას“, – აღნიშნა პრემიერმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.