პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც,  საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

მთავრობის მეთაურმა ბავშვებს სადილზე უმასპინძლა.

პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლები პირები კიევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავში.

4-15 ივლისს ბანაკი უმასპინძლებს მეორე ნაკადს – ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სუმიდან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება