პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  ევროპის პოლიტიკური გაერთიანების  სამიტის გახსნით  სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო,  რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.

სამიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა  კირ  სტარმერმა  გახსნა.

გახსნითი პლენარული სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტმა, შვეიცარიის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნამდე მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება