fbpx

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში − არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში − პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში − ნოშრევან ლომთათიძესთან,   ისრაელის სახელმწიფოში − ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში − ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში − ვახტანგ ჯაოშვილთან და ესტონეთის რესპუბლიკაში − ზურაბ ხამაშურიძესთან.

 ირაკლი კობახიძემ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა.

მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება