fbpx

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ახალ ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში,  აშოტ სმბატიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს წარმატებული მედიაცია მეზობელ ქვეყნებს შორის.

მთავრობის მეთაურმა აშოტ სმბატიანს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება